"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"- ტრენერი ნათია ცინცაძე.
ტრენინგის მიზანი: საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგის კურსი მოიცავდა 32 საათს - 8 დღე. მეცადინეობის ხანგრძლივობა 4 საათი.
ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა ისტ-ის გამოყენებით.ვისწავლე შეფასების რუბრიკების, გაკვეთილის გეგმის, ბლოგის შექმნა,
ცხრილების ჩახაზვა , ელექტრონულ ცხრილებში მუშაობა, pover poiunt-ში სლაიდების შექმნა და ატვირთვა.
ტრენინგის ბოლოს შევმენი ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო და გამოვაქვეყნე პირად ბლოგზე.
ტრენინგის ბოლოს მოვახდინე პროექტის სრულყოფა შევიტანე შესწორებები პორტფოლიოს ყველა საქაღალდეში და ავტვირთე პირად ბლოგზე.
ტრენინგი ჩემთვის იყო მეტად ნაყოფიერი და საინტერესო. ვისწავლე პროექტების გეგმებზე მუშაობა, , დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
მიღებულ ცოდნას და უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ტრენინგი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით , რომლის შესრულებასა და დაძლევაში დიდ დახმარებას მიწევდა ტრენერი ნათია ცინცაძე, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას.